LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელა ლენგლიმ ,,ბილბორდის ცხელ ასეულში” ლიდერობა მეექვსედ დაიბრუნა და ისტორიული რეკორდი 25 კვირამდე გაზარდა

193
photo-collage.png (4)

ელა ლენგლიმ სინგლმა – Choosin’ Texas Billboard Hot 100-ის სათავეში ლიდერობა კიდევ ერთხელ დაიბრუნა.

26 ოქტომბრის მონაცემებით, სიმღერამ ჩარტში პირველი ადგილი კვლავ დაიკავა და ისტორიული რეკორდი 25 კვირამდე გაზარდა.

ამრიგად, 25 კვირა ბილბორდის ცხელი ასეულის 68-წლიან ისტორიაში გახდა ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი, რაც კი რომელიმე სიმღერას ლიდერ პოზიციაზე დაუფიქსირებია.

აღსანიშნავია, რომ ლენგლის სენსაციურმა ჰიტმა უკან დახია ტეილორ სვიფტის ტრეკი – Patient Zero, რომელიც ჰიტ-აღლუმის პირველ ადგილს ბოლო ორი განმავლობაში იკავებდა.

ამასთან, ეს სიმღერისთვის ჩარტის სათავეში დაბრუნების უკვე მეექვსე შემთხვევაა, რითაც მან კიდევ უფრო გაიმყარა აბსოლუტური რეკორდი.

Choosin’ Texas მირანდა ლამბერტთან თანაავტორობით შექმნილი ქანთრი-პოპ შედევრია, რომელმაც მუსიკალური ჩარტები მიმდინარე წლის თებერვლიდან დაიპყრო. მას შემდეგ სიმღერამ გლობალური ფენომენის სტატუსი შეიძინა და კრიტიკოსების აღფრთოვანებასთან ერთად, მილიონობით მსმენელის გული დაიპყრო.

მუსიკალური ექსპერტების შეფასებით, ელა ლენგლიმ არა მხოლოდ პირადი წარმატება იზეიმა, არამედ თანამედროვე ქანთრი მუსიკის ახალი, ოქროს ეპოქა დაამკვიდრა, რომლის მთავარი მმართველიც დღეს თავად არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები