Deadline-ის თანახმად, ჰოლივუდში ახალი, ვარსკვლავური საახალწლო კომედიის – Naughty გადაღებები იგეგმება, რომელშიც მთავარ როლებს ჯენიფერ ენისტონი და რეჯინა ჰოლი შეასრულებენ. ფილმს რეჟისორი ოლივია უაილდი გადაიღებს, პროექტის დისტრიბუციაზე კი Universal Pictures იზრუნებს.
არსებული ცნობებით, კინოსურათის სიუჟეტის ცენტრშია ენისტონის პერსონაჟი მელორი, რომელიც ყოფილი ქმრისგან შვილის მეურვეობის მოპოვებას ცდილობს. სასამართლო პროცესის მოგების ერთადერთი შანსი საკმაოდ უცნაურია – მან უნდა იპოვოს ნამდვილი სანტა კლაუსი, რომელსაც პიტერ დინკლეიჯი განასახიერებს და დაარწმუნოს იგი, სასამართლოში მის სასარგებლოდ მისცეს ჩვენება. ამ მისიის შესასრულებლად მელორი ჩრდილოეთ პოლუსისკენ გიჟურ თავგადასავალში მიემგზავრება, რომელშიც მას პარტნიორობას, ოფიციალური დადასტურების გარეშე, ჰოლის გმირი გაუწევს.
წინასწარი ინფორმაციით, Naughty ეკრანებზე 2027 წლის 5 ნოემბერს გამოვა.