LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო აბაზანიდან – კრისტინა აგილერამ სოციალური ქსელი ააფეთქა

234
photo-collage.png (1)

კრისტინა აგილერამ ჰელოუინის მოახლოებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

მომღერალმა ,,ინსტაგრამზე” აბაზანიდან გადაღებული პიკანტური სელფი ატვირთა, რომელზეც სხეულის ინტიმურ ნაწილებს ,,მოჩვენების ემოჯიებით” ფარავს.

პოსტს პოპ-ვარსკვლავმა მოკლე აღწერა დაურთო: „ბოლო კადრები ქსტინაუინამდე“, რითაც მიანიშნა, რომ მისი ტრადიციული, მასშტაბური ჰელოუინის წვეულებისთვის ემზადება.

სექსუალურ კადრს ფონურ მუსიკად ლანა დელ რეის სიმღერა – Season of the Witch ადევს, რაც პოსტის მისტიკურ განწყობას კიდევ უფრო აძლიერებს.

აგილერას ყოველწლიური Xtinaween მისი თაყვანისმცემლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ნანატრი მოვლენაა, სადაც არტისტი ყოველთვის განსაკუთრებული და თამამი კოსტიუმებით გვევლინება.

გულშემატკივრები უკვე აქტიურად მსჯელობენ იმის შესახებ, თუ რა იმიჯს მოირგებს Xtina წელს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სტილის ესთეტიკურ ფოტოებს კრისტინა სოციალურ ქსელში პერიოდულად ხშირად აზიარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები