სანტა-მონიკაში, Breakthrough Prize Ceremony გაიმართა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება 45 წლის არტისტმა, კრისტინა აგილერამ დაიმსახურა.
ვარსკვლავი ღონისძიებაზე ტყავის შავი, ღრმა დეკოლტეიანი კაბით გამოჩნდა, რომელმაც მისი გარდაქმნილი ფიგურა განსაკუთრებით გამოკვეთა.
ელეგანტური და თამამი „ლუქი“ ხაზს უსვამდა მის გამოკვეთილ წელს და აშკარად წარმოაჩენდა იმ შთამბეჭდავ ტრანსფორმაციას, რომელიც არტისტმა ბოლო წლებში განიცადა.
ცნობილია, რომ აგილერამ დაახლოებით 22 კილოგრამი დაიკლო. მედიაში ვარაუდობენ, რომ მან ცნობილ პრეპარატს, „ოზემპიკს“ მიმართა, თუმცა თავად არტისტს ამ საკითხზე საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია.
„წონის შეუქცევადი კარგვა“, – ასე აფასებენ მედიაში ვარსკვლავის იშვიათ გამოჩენას.
საზოგადოება კრისტინა აგილერას ვეღარ ცნობს – უახლესი ფოტოები
