LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დროა!!!“ – მერაია ქერიმ სადღესასწაულო სეზონი ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა

244
photo-collage.png

ყველა ვთანხმდებით, რომ შობა-ახალი წელი მერაია ქერის გარეშე წარმოუდგენელია. უკვე წლებია დღესასწაულების მოახლოებას არტისტი სპეციალური ვიდეოთი და საშობაო ჰიტით – All I Want for Christmas Is You გვამცნობს.

ცნობილი ფაქტია, რომ ჰელოუინის შემდეგ, ყოველი წლის 1-ელ ნოემბერს, მერაია ქერი სადღესასწაულო სეზონს გახსნილად აცხადებს.

მან ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და შუაღამისას საგანგებო ვიდეო წარწერით – It’s Time!!!! გამოაქვეყნა.

ვიდეოში მოქმედება იწყება 31 ოქტომბრის ღამეს ნიუ-იორკის ერთ-ერთ ბარში, სადაც ქერი სრულიად განსხვავებული, პანკ-როკერის სტილით, მუქი მაკიაჟითა და ელექტროგიტარების თანხლებით გამოდის. ის ასრულებს სიმღერას – Hermit ალტერნატიული როკ-ალბომიდან – Someone’s Ugly Daughter, რომელიც 1995 წელს მისი ფარული მონაწილეობით შეიქმნა.

პერფორმანსის დასრულებისას მერაია სცენიდან მსმენელებში ხტება და საათის ისარიც ზუსტად 12:00-ს აჩვენებს.

კადრი მომენტალურად იცვლება – როკ-ბარი თოვლიან საოცრებათა სამყაროდ გადაიქცევა, არტისტი კი თავისი საფირმო მაღალი ნოტით წარმოთქვამს ლეგენდარულ ფრაზას – ,,დროა“. ვიდეოს ბოლოს ის გიგანტური ნაძვის ხის კენწეროზე საშობაო წითელ კაბაში გამოწყობილი მღერის ჰიტს – All I Want for Christmas Is You, რომელიც წელსაც მზად არის მსოფლიო ჩარტების დასაპყრობად.

შეგახსენებთ, რომ მერაია ქერიმ ,,შობის დედოფლის” სტატუსი სწორედ 1994 წლის სიმღერის დამსახურებით მოიპოვა. კომპოზიცია მუსიკოსის ამავე წლის მეოთხე და პირველი საშობაო სტუდიური ალბომის – Merry Christmas ლიდ სინგლია. 28 ოქტომბერს, დისკის გამოსვლიდან 32 წელი გავიდა.

საკულტო ჩანაწერი ყოველი წლის ნოემბრიდან ჩარტების სათავისკენ მიიწევს, შემდეგ კი როგორც ინტერნეტში ხუმრობენ, მერაია ქერის საბანკო ანგარიშზე რიცხვი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. მხოლოდ ამ სიმღერამ ქერის 100 მილიონ დოლარზე მეტი მოუტანა.

მომღერალი სიმღერის ასეთ პოპულარობას არ ელოდა მაშინ, როცა კომპოზიცია მსოფლიოში პირველად მოისმინეს – ,,ერთადერთი რამ, რაც საშობაოდ მინდა, შენ ხარ” შობა-ახალი წლის უცვლელ საუნდტრეკად, გამოსვლიდან ათწლეულების შემდეგ იქცა.

All I Want for Christmas Is You პირველი საშობაო ტრეკია, რომელსაც ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციამ (RIAA) ბრილიანტის სტატუსი მიანიჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები