LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ეს არის ძალიან საინტერესო მომენტი – ამას მამიდაც არ უარყოფს და გვიდასტურებს“ – რას ამბობს გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის საქ­მის ად­ვო­კა­ტი

9686
2026-10-15_01-30-41_070921

12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე გადაცემაში „360 გრადუსი“ აცხადებს, რომ აქვს ისეთი ინფორმაციები, რომელსაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ასაჯაროებს.

მისივე თქმით, მამიდა არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ გურამ დადიანიძე სპეციალისტის მიერ დანიშნულ წამლებს იღებდა.

„მამიდაც არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ დაჰყავდა გურამი სპეციალისტთან და გარკვეულ წამლებს იღებდა ეს ადამიანი. სხვათაშორის მე მქონდა რამდენიმე პირთან შეხვედრა და მათ მომაწოდეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები. ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ვაჟღერებ. ყველა ფაქტი და ყველა მტკიცებულება, რომელიც ამ საქმეშია მნიშვნელოვანია.

12 წლის განმავლობაში გამოძიება არ ჩატარდა და საჭიროა ე.წ. ფაზლის აწყობა, რათა მიიღო სრული სურათი. საჭიროა მოთმინება და მეტი რესურსი. არის ბევრი მიდგომა და საგამოძიებო მოქმედებები, რომელსაც საჯაროდ ვერ მოვითხოვ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ეფექტური აღარ იქნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მთავარია სახელმწიფომ მეტი რესურსი გამოიყენოს“, – ამბობს ტარიელ კაკაბაძე.

„გურიკა ზოგმა გიჟი გამოიყვანა და ზოგმა ნარკომანი, ეს ბავშვი სრულიად ჯანმრთელი იყო, კარგი აზროვნება და გონება ჰქონდა, გაჟღერდა ერთი მუჭი წამალი დალიაო, რა წამალი უნდა დალიო, თან ერთი მუჭი? მსგავსი მიდრეკილებები არ ჰქონია, არც ეწეოდა და არც სვამდა…“ – რა ინფორმაციას ფლობს გურამ დადიანიძის ბიძა

ტარიელ კაკაბაძე: გურამ დადიანიძის მამა და მამიდა თვეების განმავლობაში ჩემთან კომუნიკაციაზე არ გამოდიოდნენ, დღეს კი, სრულიად მოულოდნელი იყო აქციაზე მათი დანახვა

„12 წლის მანძილზე 12 წუთი არ გასულა, რომ გურიკაზე არ მეფიქრა. გზაზე რომ მივდიოდი ახალგაზრდა ბიჭებს ხელზე ვაკვირდებოდი, ეკლესიაში თუ შევიდოდი ბერებს ვაცქერდებოდი“ – დაკარგული გურამ დადიანიძის დედა

„გურამ დადიანიძის საქმე დღეს გადმოიგზავნება თბილისში“ – ოჯახის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები