დიზაინერი, ზვიად ციკოლია გადაცემაში, „Founders Club Podcast“ ადამიანების ისეთ კატეგორიაზე საუბრობს, რომლებიც მისივე თქმით, სხვებს „ჭკუას არიგებენ“.
ცნობილი ბრენდის შემქმნელი ამბობს, რომ ადამიანი თავად უნდა იყოს პასუხისმგებელი წარმატებაზეც და წარუმატებლობაზეც.
მისივე თქმით 42 წლის ასაკში მიხვდა, რომ სხვებისთვის რაღაცის მტკიცება დროის კარგვაა:
„დავიღალე, მართლა გეუბნებით, რომ გადავხედე 42 წლის ვიყავი და ვთქვი, აღარ მინდა ვიღაცებს რაღაცები ვუმტკიცო, მირჩევნია ჩემი ცოდნა მე გამოვიყენო, ვიღაცას ჭკუა კი აღარ ვარიგო, რაზე იხარჯები? მოდიან და არის კატეგორია ადამიანების, რომლებიც მიწყებენ ჭკუის დარიგებას და ვეუბნები ხოლმე, ჩემი ჭკუის დარიგებას და ჩემზე ენერგიის და დროის ხარჯვას, ნერვიულობას, რომ აბა გავაკეთე თუ არა, წადი და შენ გააკეთე. პური ვერ ამოგიტანია, ვერ ჩასულხარ და მე მარიგებ ჭკუას რა და როგორ უნდა გავაკეთო? აქედან გამომდინარე, მეც რომ მივედი იმ აზრამდე, რომ ჭკუა კი არ უნდა ვარიგო იქ მენეჯერს, რა არის კარგი და რა ცუდი, წადი და შენი გააკეთე და შენ იქნები მერე პასუხისმგებელი წარმატებაზეც და წარუმატებლობაზეც“ – ამბობს ციკოლია.
