LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ We are from Georgia რაც შეიძლება ხშირად გაჟღერებულიყო” – ციკოლია მილანის გამოფენაში მონაწილეობს

165
tsikolia (2)

ქართველი დიზაინერი ზვიად ციკოლია მილანში სათვალეების საერთაშორისო გამოფენაში MIDO 2023 მონაწილეობს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად დიზაინერი აქვეყნებს. მისი თქმით, ციკოლიას სტენდს უამრავი ადამიანი სტუმრობს.

“მინდა გაგიზიაროთ ჩემი გუნდის პატარა, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი წარმატება მილანის MIDO 2023 სათვალეების გამოფენაზე. უამრავი ვიზიტორი ეწვია ჩვენს საგამოფენო სტენდს, როგორც მწარმოებლები და დისტრიბუტორები ასევე დიზაინერებიც. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ყველა ერთხმად გამოხატავს თავის ემოციას როგორც დიზაინის უნიკალურობის მიმართ ასევე წარმოდგენილი ქვეყნის მიმართ. ეს იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი რომ We are from Georgia რაც შეიძლება ხშირად გაჟღერებულიყო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს შეუპოვარ გუნდს და ყველა იმ გულშემატკივარს როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ, კერძოდ იტალიაში რომლებიც ესტუმრნენ ჩვენს სტენდს და თავისი სიხარული დააფიქსირეს. წინ კიდევ ბევრი საინტერესო პროექტია და ამას გაგიზიარებთ”, – აღნიშნულია ზვიად ციკოლიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რა ღირს ციკოლიას სუნამო, რომლის შეძენა უკვე თბილისში შეგიძლიათ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები