LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ღირს ციკოლიას სუნამო, რომლის შეძენა უკვე თბილისში შეგიძლიათ

1397
tsikolia

ცნობილი ქართველი დიზაინერის ზვიად ციკოლიას სუნამოს შეძენა თბილისში უკვე შესაძლებელია. იყიდება 3 განსხვავებული, უნივერსალური არომატი 3 განსხვავებულ ფლაკონში. არომატების ღირებულება არ განსხვავდება. მათი ფასი 749 ლარია (50 მილიგრამიანი).

ამ ეტაპზე, სუნამოს შეძენა მხოლოდ “ციკოლიას” ბუტიკში, შარდენზე, ბამბის რიგის 7 ნომერშია შესაძლებელი. ქართული ბრენდით პირველად წარმოებული სუნამოს ჩამოსხმა საფრანგეთში დაიწყო.

ამასთან, საქართველოს ინდივიდუალური საკუთრების ეროვნული ცენტრმა 2022 წლის იანვარში პოსტიც გაავრცელა, რომლის მიხედვით, ზვიად ციკოლიამ ქვევრის ფორმის სუნამოს ბოთლის დიზაინი დააპატენტა.

“საქპატენტში რეგისტრირებულ დიზაინებს ახალი, ორიგინალური ფორმის პროდუქტი შეემატება. სპილენძისფერი, ოქროსფერი, ვერცხლისფერი და გამჭვირვალე სუნამოს ბოთლები სადგამებით, ის დიზაინებია, რომელთა რეგისტრაციის თაობაზე საქპატენტის ექპერტიზამ დადებითი გადაწყვეტილება გამოიტანა.

აღსანიშნავია, რომ დიზაინი ექვემდებარება დაცვას, თუ მას აქვს სიახლე და არის ინდივიდუალური,” – ნათქვამი იყო “საქპატენტის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობილი ქართველი დიზაინერი ზვიად ციკოლია მსოფლიოში სხვადასხვა პროექტითაა ცნობილი. მისი დიზაინის საათები შვეიცარიაში მზადდება და უკვე წლებია ბაზარზე საკუთარ ნიშას ინარჩუნებს. ციკოლიას სახელს უკავშირდება, ასევე, ორიგინალური ფორმის სამკაულები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g