„სასამართლოში იტირა ალექსანდრე გაბაშვილმა, ფეხბურთელი მინდოდა გამოვსულიყავიო – იმ ღამით, ფეხბურთი იყო, ხვიჩა კვარაცხელია თამაშობდა, მთელი საქართველო თამაშს უყურებდა, მომავალი ფეხბურთელი კი გიგას მოსაკლავად მიდიოდა“ – ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ „პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
მან გიგა ავალიანის საქმის ფიგურანტებზე ისაუბრა:
„სასამართლოს წინაშე იტირა ალექსანდრე გაბაშვილმა ფეხბურთელი მინდოდა გამოვსულიყავი და სამაჯურით გამიშვითო. იმ ღამით, ფეხბურთი იყო, ხვიჩა კვარაცხელია თამაშობდა, მთელი საქართველო თამაშს უყურებდა, მომავალი ფეხბურთელი კი გიგას მოსაკლავად მიდიოდა. გიორგი მალანიას მამა რომ ამბობს, ჩემი შვილი ისე არ არის გაზრდილიო – როგორ არის გაზრდილი? თუკი შვილი შენი მფარველობის ქვეშ იზრდება, როდესაც სახლიდან მკვლელს ელაპარაკება, ვერ იგებ? ძალით გამოსტაცა ალექსანდრე გაბაშვილმა მისთვის საჭირო ინფორმაცია მას, გიგა ავალიანის შესახებ…“ – ამბობს ეკა კუპატაძე.
