LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროსადგური „სარაჯიშვილი“ მცირე ხნით მგზავრებს ვერ მოემსახურება

500
მეტროსადგური სარაჯიშვილი

მეტროსადგური „სარაჯიშვილი“ დროებით აჩერებს მგზავრთა მომსახურებას.

როგორც „ფორტუნას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მეტროსადგურზე ესკალატორის სახელური დაზიანდა, რის გამოც სადგური მგზავრთა მიღებაზე მცირე ხნით დაიკეტა.

„დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, ადგილზე შესაბამისი ტექნიკური სამსახური მუშაობს. სამუშაოების დასრულებისთანავე სადგური ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მომსახურებას. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.