LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა დროებით შეჩერებულია – რა გახდა მიზეზი

878
მეტრო

მეტროსადგურის პირველ ხაზზე მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხებულია. როგორც ვრცელდება ინფორმაცია მგზავრები სადგურის მოედნიდან მს ვარკეთილამდე ვერ გადაადგილდებიან.

როგორც „ფორტუნას“ სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მიზეზი მეტროსადგურ „რუსთაველზე“ შექმნილი ტექნიკური ხარვეზია.

„მეტროსადგურ რუსთაველზე დაზიანდა მატარებელი, საჭიროა მისი ხაზიდან მოხსნა, მგზავრებს ვემსახურებით მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ სადგურის მოედნამდე. მეტროსადგურ სადგურის მოედნიდან  ვარკეთილამდე დროებით ვერ გადაგვყავს მგზავრები. როგორც კი დაზიანებულ მატარებელს გადავიყვანთ ჩიხში, მოძრაობას სრულად განვაახლებთ“, – განუცხადეს „ფორტუნას“ სატრანსპორტო კომპანიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g