LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევას 7 წლის ბავშვი ემსხვერპლა

317
ავარია

გურჯაანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 7 წლის ბავშვი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ კოლაგში გასულ ღამეს მოხდა. გავრცელებული ცნობითვე, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ბოძს შეეჯახა და დაბლობში გადავარდა – შემთხვევის დროს დაშავდა სამი პირი – ავტომობილის მძღოლი, მისი მეუღლე და 3 წლის გოგო. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები