ელა ლენგლის სენსაციურმა ჰიტმა – Choosin’ Texas Billboard Hot 100-ის პირველ ადგილზე 26-ე კვირა აითვალა, რაც მორიგი აბსოლუტური რეკორდია ჩარტის არსებობის 68-წლიან ისტორიაში.
ამ მიღწევით ლენგლიმ გააუმჯობესა მერია ქერის საშობაო კლასიკის – All I Want for Christmas Is You რეკორდი, რომელიც პირველ ადგილს ჯამში 22 კვირის განმავლობაში იკავებდა.
ამრიგად, ელა ლენგლი პირველი არტისტია საკულტო ჰიტ-აღლუმის ისტორიაში, რომლის სიმღერამაც ყველაზე პოპულარული ჰიტების ასეულის სათავეში ნახევარ წელზე მეტი გაატარა.
Choosin’ Texas-მა პირველად ჩარტის ლიდერობა 2026 წლის თებერვალში, ვალენტინობის კვირაში მოიპოვა. მას შემდეგ, ისეთი სუპერვარსკვლავების კონკურენციის მიუხედავად, როგორებიც არიან ტეილორ სვიფტი და დრეიკი, სიმღერამ პოზიციები არ დათმო და ყოველ ჯერზე შეძლო პირველი ადგილის დაბრუნება.
ექსპერტების შეფასებით, ქანთრი ჟანრის ამ კომპოზიციამ ოფიციალურად მოიპოვა ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მყარი და გავლენიანი მუსიკალური ჰიტის სტატუსი.