ცნობილი ქართველი ძიუდოისტი ილია სულამანიძე ნოე სულაბერიძის გადაცემის სტუმარი იქნება. როგორც გადაცემის ანონსიდან ირკვევა, სპორტსმენმა გულახდილად ისაუბრა ოჯახზე, პირად ცხოვრებაზე, სპორტულ კარიერასა და იმ ადამიანებზე, რომლებსაც მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ.
„უდიდესი ადამიანია. მიუხედავად იმ სიძნელეებისა, რასაც სპორტსმენები კარიერის განმავლობაში აწყდებიან, ამაზე ფაქტობრივად არასოდეს მინერვიულია“, – ამბობს სულამანიძე ანონსში.
სპორტსმენი აღნიშნავს, რომ გარკვეულ თემებზე საუბარი მისთვის მარტივი არ არის, თუმცა მაყურებელს მნიშვნელოვან ამბებს გაუზიარებს.
„არასდროს მისაუბრია… ბოდიში და ბევრს ვერც ვისაუბრებ, მაგრამ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან რაღაცებს ვიტყვი“.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე – „ვის ეკუთვნის შენგან ყველაზე დიდი მადლობა?“ — ილია სულამანიძე პასუხობს:
„ყველამ, ვინც მიცნობს, იცის… თუნდაც შენი, ნოე სულაბერიძის, ერთი ზარი, ერთი სიტყვა, ერთი მოლოცვა შეიძლება ისეთივე რაღაცას ნიშნავს, როგორიც დედაჩემის ერთი გამოცილება სახლიდან“, – აღნიშნავს სპორტსმენი.
