დღეს, 22 ნოემბერს, საქართველოში გლოვის დღეა.
ქვემო ფონიჭალაში დაღუპული ექვსი ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად, მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე.
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა.
შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს. დაშავებულთაგან სამი კლინიკებში რჩება, მათ შორის ორი არასრულწლოვანია.
