LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამ პატარა ქვეყანამ რამდენი ადამიანური ტკივილი გადაიტანა.. ჩვენი მხრიდან უფრო მეტი ძალისხმევა და პასუხისმგებლობაა საჭირო სხვების სიცოცხლის მოსაფრთხილებლად” – გოგა ჩანადირი

145
Capture

“ბევრჯერ ყოფილა გლოვის დღე საქართველოში. ამ პატარა ქვეყანამ რამდენი ადამიანური ტკივილი გადაიტანა”, – ამის შესახებ ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს.

ის საქართველოში ბოლო წლებში მომხდარ ტრაგედიებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ ჩვენი მხრიდან უფრო მეტი ძალისხმევა და პასუხისმგებლობაა საჭირო სხვების სიცოცხლის მოსაფრთხილებლად.

“გადავხედოთ ბოლო წლების გლოვის დღეების ისტორიას საქართველოში

7 აგვისტო, 2023 წელი

3 აგვისტოს შოვში მეწყერი ჩანოწვა. ბოლო ცნობით 18 ადამიანია გარდაცვლილი, 25 დაკარგულია

30 ივლისი, 2022 წელი

29 ივლისს გუდაურში ჩამოვარდა სამაშველო შვეულმფრენი, დაიღუპა 8 ადამიანი

11 ოქტომბერი, 2021 წელი

8 ოქტომბერს ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა, დაიღუპა 9 ადამიანი

25 აგვისტო, 2021

23 აგვისტოს ხევსურეთის გზაზე ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი

10 აპრილი, 2021 წელი

7 აპრილს მდინარე ენგურში დაიღუპა გალიდან გადმოსული 4 ადამიანი

16 ივლისი, 2019

14 ივლისს ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში მეთანის აფეთქებითა და ეერის ჩამონგრევით

4 ადამიანი დაიღუპა

17 იანვარი, 2019 წელი

16 იანვარს დიდ დიღომში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად კორპუსი აფეთქდა. დაიღუპა 4 ადამიანი

6 აპრილი, 2018 წელი

5 აპრილს ტყიბულის მაღაროში დაიღუპა 6 ადამიანი

15 ივნისი, 2015 წელი

13 ივნისს თბილისში, ვერეს ხეობაში დატრიალდა სტიქია, დაიღუპა 22 ადამიანი, 2 დაკარგულად ითვლება

——

7 ივნისი, 2013

6 ივნისს ავღანეთში ჰელმანდის ბაზაზე თვითმკვლელი ტერორისტის ტერაქტის შედეგად დაიღუპა 7 ქართველი

16 მაისი, 2013

13 მაისს ავღანეთში თავდასხმის შედეგად 3 სამხედეო გარდაიცვალა

11 აპრილი, 2010

10 აპრილს სმოლენსკში ჩამოვარდა პოლონეთის დელეგაციის თვითმფრინავი.

დაიღუპა პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე, და კიდევ 94 პირი

გვეკმაროს ტკივილი და უბედურება, ისედაც ბევრი გადავიტანეთ.

თუმცა, ჩვენი მხრიდან უფრო მეტი ძალისხმევა და პასუხისმგებლობაა საჭირო სხვების სიცოცხლის მოსაფრთხილებლად”, – წერს გოგა ჩანადირი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები