ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა, რაშიც ქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
ხვიჩამ „ლივერპულთან“ მატჩის მეორე ტაიმში, 65-ე წუთზე გიორგი მამარდაშვილს გოლი გაუტანა და პსჟ-ის უპირატესობა ორამდე გაზარდა.
სოციალურ ქსელში პოპულარულია ორი ქართველი ფეხბურთელის ემოციური შეხვედრა მატის შემდეგ, სადაც ქართველები ერთმანეთს ესალმებიან.
ორი ქართველი ფეხბურთელის დაპირისპირებას ჩემპიონთა ლიგაზე ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
„რა იშვიათი შემთხვევაა ორი ქართველის დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე. დღეს ეს ვიხილეთ კვარაცხელია-მამარდაშვილის არა ერთ გუნდში, არამედ ერთმანეთის წინააღმდეგ. ორივემ ბრწყინვალე თამაში აჩვენა. წაგებული „ლივერპულის“ მხარეს მამარდა ყველაზე საუკეთესო იყო შესანიშნავი მოგერიებებით, მოგებული გუნდის პსჟ-ს მხარეს კი კვარადონა იყო საუკეთესო, რომელმაც 2:0 მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა 1 გოლის გატანის ჩათვლით. არც ხვიჩა იყო ფრანგი და არც გიორგი ინგლისელი, ორივე დიადი საქართველოს შვილები არიან, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო ორი ქართველის ხილვა უდიდეს საფეხბურთო ფორუმზე, რომელსაც დღეს მილიარდზე მეტმა ადამიანმა მიადევნა თვალი“, – წერს გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში.
რა იშვიათი შემთხვევაა ორი ქართველის დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე. დღეს ეს ვიხილეთ კვარაცხელია-მამარდაშვილის არა ერთ…
Posted by გოგა ჩანადირი on ოთხშაბათი, 08 აპრილი, 2026
