თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში ჟურნალისტებს არ ექნებათ საშუალება, უშუალოდ გააშუქონ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია. მათთვის სპეციალური ფლიგელია მოწყობილი.
სცენასთან, სადაც არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფიცს დადებს, მხოლოდ პირადი ფოტოგრაფები და ჟურნალისტები მუშაობენ.
ცერემონიამდე მედიასთან კომენტარებს აქ მოწვეული სტუმრები სასახლის შიგნით, მედიაცენტრთან გააკეთებენ. მედიაცენტრში განთავსებულია დიდი ეკრანი სადაც, ინაუგურაციას პირდაპირ ეთერში გადასცემენ.
ადგილზე მობილიზებულია ჯარი. მიმდინარეობს ტექნიკური საკითხების გავლა. პარალელურად, თელავში ოპოზიციის წარმომადგენელთა აქცია ანონსდება.