სატვირთო, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე გამოყენებული ქვემეხი გადაჰქონდა, ავარიაში მოყვა. შემთხვევა საგარეჯოს რაიონში მოხდა. სატვირთოს მიკროავტობუსი შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეჯახების გამო მიკროავტობუსის მძღოლი ადმინისტრაციული წესით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო დაჯარიმდა.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.