LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეხანძრის კიბეები და სახელურები – საგანგებო სიტუაციების თანამშრომლების ორიგინალური ნაძვის ხე

f8144dd3f6a6d5fa6b82f6a50dcb352c

ზუგდიდში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ოფისში ორიგინალური ნაძვის ხე დადგეს.
მათ სახანძრო კიბეებით ნაძვის ხის ფორმის კონსტრუქცია ააწყვეს, ის სამაშველო აღჭურვილობით მორთეს, იატაკზე კი ხანძარსაწინააღმდეგო თეთრი ქაფი დაასხეს. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს

„წინასაახალწლო დღეებში ძალიან დატვირთული სამუშაო გრაფიკი გვაქვს. ჩვენ არც ახალი წლის ღამეს ვისვენებთ და გადავწყვიტეთ გაგვეხალისებინა სამუშაო ასეთი ფორმით, ავაწყვეთ ორიგინალური კონსტრუქცია. ამისთვის გამოვიყენეთ მეხანძრის კიბეები, სახელურები, რომელზეც ჩამოვკიდეთ უკვე გამოუსადეგარი, ჩამოწერილი  ჩვენი ტექნიკური აღჭურვილობა“, – გვითხრა საგანგებო სიტუაციების მართვის, კოორდინაციის სამსახურის უფროსმა თამაზ უბილავამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g