სენსაციურ ცნობას ავრცელებს ესპანური El Mundo Deportivo. მიუნხენის ”ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა სეზონის დასრულების შემდეგ გერმანიას დატოვებს და ინგლისში წავა, სადაც ქალაქელებს ჩაუდგება სათავეში. ცნობილია, რომ ”მანჩესტერ სიტი” დიდი ხანია უკირკიტებს თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო და ძალზე წარმატებულ სპეციალისტს.
როგორც წყარო იწყება, გვარდიოლამ უკვე განაცხადა ნისლიან ალბიონზე გადაბარგების თანხმობა. ბუნებრივია, ამ საქმეში გარეულია ”სიტის” სპორტული დირექტორი ჩიკი ბეგირისტაინი, რომელიც მოგეხსენებათ ძველი ”ბარსელონელია” და პეპთანაც მშვენიერი ურთიერთობა აქვს.
