LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოიერმა კობისთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

92

ფეხბურთის ფედერაციის ახალარჩეული პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ბუნებრივია ეროვნულ ნაკრებს გერმანიაში გაყვა, სადაც უკვე გვეწერა, რომ ”ჰერტას” აკადემიაში შეხვედრები გამართა. გარდა ამისა, იგი ლაიპციგში ერთ ძველ თანაგუნდელს შეხვდა, თუმცა ამის შესახებ თავად იმ ყოფილმა თანაგუნდელმა დაწერა. ეს კაცი კი, არც მეტი, არც ნაკლები, გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერია, რომელიც, ფეხბურთის მოყვარულებს მოეხსენებათ, რომ ლევანთან ერთად გამოდიოდა გელზენკირხენის ”შალკეში”. სწორედ ეს აღნიშნა ნოიერმა, როდესაც კობისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დააკომენტარა, რომ ”შალკელი” თანაგუნდელი ახლა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია, ბოლოს კი უწერია, რომ ამ შეხვედრით ძალიან მოხარული დარჩა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g