LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივაკვლიეთ ანკარაში საქართველოს პირველი საელჩოს შენობის ფოტოს, გადაღებულია 1921 წელს და ქვეყნდება პირველად – ელჩი

108
saelcho

თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა ანკარაში საქართველოს პირველი საელჩოს შენობის ფოტოს აქვეყნებს. როგორც ელჩი წერს, ფოტო 1921 წლით თარიღდება და მასალას არქივებში მიაკვლიეს.

“მსურს, საზოგადოებას ვაცნობო, რომ საბოლოოდ მივაკვლიეთ ანკარაში საქართველოს პირველი საელჩოს შენობის ზუსტ ადგილმდებარეობასა და ფოტომასალას!

ანკარაში ჩემი საქმიანობის დაწყების პირველივე დღიდან, თურქ ისტორიკოსებთან და მკვლევრებთან ერთად, დავიწყეთ არქივებსა და კერძო კოლექციებში დაცული მასალების შესწავლა, რომლის შედეგადაც, მივაკვლიეთ ანკარაში საქართველოს პირველი საელჩოს შენობის ადგილმდებარეობასა და ფოტო-მასალას. აღნიშნულ შენობაში, საქართველოს დიპლომატიური მისია განთავსებული იყო 1921 წლის 31 იანვრიდან 22 მარტამდე. ამასთან, მალე დავასრულებ თურქეთში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველ დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან დაკავშირებულ მეორე კვლევას, რომელშიც დაწვრილებით მიმოვიხილავ აღნიშნულ საკითხს.

სამწუხაროდ, საქართველოს პირველი საელჩოს შენობა დღემდე ვერ შენარჩუნდა.

თანდართული ფოტო გადაღებულია 1921 წელს და ფართო საზოგადოებისთვის ქვეყნდება პირველად”, – წერს ელჩი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები