ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 36% თბილისის მერის დავით ნარმანიას საქმიანობას უარყოფითად აფასებს.
კითხვაზე – როგორ აფასებთ თბილისის მერ დავით ნარმანიას საქმიანობას, პასუხები ასეთია: კარგად – 12%, საშუალოდ – 44%, ცუდად – 36%, არ ვიცი -7%.
კვლევაში მონაწილეებმა თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირების საქმიანობა შეაფასეს. ყველაზე კარგი რეიტინგი აქვს ახალციხის მერს გიორგი კოპაძეს. მის საქმიანობას კარგად აფასებს გამოკითხულთა 29%, საშუალოდ – 53%, ცუდად – 8%, ხოლო 7%-მა არ იცის; თელავის მერის პლატონ კალმახელიძის საქმიანობას კარგად აფასებს გამოკითხულთა 25%, საშუალოდ – 32%, ცუდად – 11%, არ იცის – 24%-მა; ოზურგეთის მერის ბეგლარ სიორიძის საქმიანობის შეფასება შემდეგნაირია: კარგად – 21%, საშუალოდ – 35%, ცუდად – 13%, არ ვიცი – 29%; მცხეთის მერის ავთანდილ ნემსიწვერაძის საქმიანობას კარგად აფასებს 21%, საშუალოდ – 37%, ცუდად – 18%, არ იცის 18%-მა; რაც შეეხება ქუთაისის მერ შოთა მურღულიას საქმიანობას, დადებითად აფასებს 18%, საშუალოდ – 46%, ცუდად – 18%, არ იცის 15%-მა; ზუგდიდის მერ ირაკლი გოგოხიას საქმიანობას კარგად აფასებს გამოკითხულთა 18%, საშუალოდ – 49%, ცუდად – 5%, არ იცის – 27%; ბათუმის მერ გიორგი ერმაკოვის საქმიანობას კარგად აფასებს გამოკითხულების 15%, საშუალოდ- 39%, ცუდად – 19%, არ იცის 24%-მა.
რეიტინშგი შემდეგ მოდის თბილისის მერი დავით ნარმანია, რომლის საქმიანობას კარგად აფასებს 12%, საშუალოდ – 44%, ცუდად – 36%, არ იცის 7%-მა. ბოლო ადგილს კი სიაში გორი მერი ზურაბ ჯირკველიშვილი იკავეს, რომლის საქმიანობას კარგად გამოკითხულთა 7%, საშუალოდ – 31%, ხოლო ცუდად 19% აფასებს, გამოკითხულთა 34%-ს პასუხი არ აქვს.
რაც შეეხება საკრებულოების თავმჯდომარეებს, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარაიას საქმიანობას კარგად აფასებს გამოკითხულთა 18%, საშუალოდ – 44%, ცუდად – 5%, არასდროს სმენია მის შესახებ 1%-ს; მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარის ილია ჯიშკარიანის საქმიანობას კარგად აფასებს 18%, საშუალოდ – 27%, ცუდად – 9%, არასდროს სმენია მის შესახებ 21%-ს; თელავის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძის საქმიანობას კარგად გამოკითხულთა 14% აფასებს, საშუალოდ – 9%, ცუდად – 3%, ხოლო 48%-ს მის შესახებ არასდროს სმენია; ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის გელა კობალაძის საქმიანობა შემდეგნაირად ფასდება: კარგად – 14%, საშუალოდ – 27%, ცუდად – 7%, არ სმენია – 6%; დანარჩენი საკრებულოების თავმჯდომარეების საქმიანობის შეფასების რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურება: ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ბერიძე – კარგად – 13%, საშუალოდ – 48%, ცუდად – 4%, არასდროს მსმენია მის შესახებ – 23%; ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი – კარგად – 12%, საშუალოდ – 31%, ცუდად – 12%, არასდროს მსმენია მის შესახებ – 19%; გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერძენიშვილი – კარგად – 10%, საშუალოდ – 17%, ცუდად – 6%, არასდროს მსმენია მის შესახებ – 46%; ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი – კარგად – 10%, საშუალოდ – 21%, ცუდად – 11%, არასდროს მსმენია მის შესახებ – 29%; გორის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე – კარგად – 8%, საშუალოდ – 29%, ცუდად – 11%, არასდროს მსმენია მის შესახებ – 10%.
რეიტინგში ბოლო ადგილს იკავებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, რომლის საქმიანობასაც კარგად მხოლოდ გამოკითხულთა 4% აფასებს, საშუალოდ – 20%, ცუდად – 15%, ხოლო 34%-ს არასდროს სმენია მის შესახებ.
ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა ამბობს, რომ 2014 წლის ივნისის შემდეგ ქალაქშიც და სოფელშიც საცხოვრებელი პირობები იგივე დარჩა. გამოკითხულთა 9% აცხადებს, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, 2014 წლის ივნისის შემდეგ საცხოვრებელი პირობები მის ქალაქში/სოფელში გაუმჯობესდა, 47% – იგივე დარჩა, 43% – გაუარესდა.
