LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერიტორია დასუფთავდა და ამჟამად ასე გამოიყურება – თელავის მუზეუმი განცხადებას ავრცელებს

BeFunky-collage (3)

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც თელავის ისტორიულ მუზეუმში სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმოფანტული იყო ინაუგურაციისთვის გამოყენებული დეკორაციის დემონტაჟის ნარჩენები. თელავის ისტორიული მუზეუმმა სოციალურ ქსელში განცხადება და დასუფთავებული ტერიტორიის ფოტოები გაავრცელა.

იმ მომენტისათვის, ჯერ კიდევ მიმდინარეობდა ტრიბუნების დემონტაჟის პროცესი და ბუნებრივია ეს იყო ხელის შემშლელი პირობა ეზოს დასუფთავებისათვის. ინაუგურაციის დასრულების შემდეგ, რამდენიმე დღეში თელავის ისტორიული მუზეუმის ტერიტორია, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ დასუფთავდა. ამჟამად, მუზეუმის ტერიტორია ასე გამოიყურება.

თელავის ისტორიული მუზეუმის დირექცია – ნათქვამია განცხადებაში

https://www.facebook.com/telavis.istoriulimuzeumi/posts/1962172163870135

21 დეკემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ადგილი, სადაც 16 დეკემბერს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩატარდა, დასუფთავებული არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g