LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მისი განსაცვიფრებელი მაგიისთვის: ლეო მესის კონცერტი მიუძღვნეს

c9DdkWp8x_860x575__1

იტალიელ-არგენტინელმა კომპოზიტორმა დანიელ პაჩიტიმ მუსიკალური ნაწარმოები შექმნა, რომელიც „ბარსელონას“ არგენტინელ სასწაულმოქმედ ლიონელ მესის მიუძღვნა.

როგორც Marca წერს, არგენტინელი ფეხბურთელის საპატივსაცემოდ პაჩიტიმ ვიოლონჩელოს კონცერტი ორკესტრთან ერთად სამ აქტში გამართა.

„მისი განსაცვიფრებელი მაგიისა და ზებუნებრივი ძალისთვის, მისი საოცარი გონებისა და ღირსშესანიშნავი პროფესიონალიზმისთვის, მისი სულის სამაგალითო თვისებებისა და თავმდაბლობისთვის.
ჩვენ პატივს ვცემთ ყველა დროის ერთ-ერთ უდიადეს სპორტსმენს – ლიონელ მესის“, – აღნიშნა პაჩიტიმ.

მესიმ ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში, 15 მატჩში 15 გოლი გაიტანა.

ლეო „ოქროს ბურთის“ ხუთგზის მფლობელია და ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები