“რუსთავი 2”-ის შენობასთან არხის მხარდამჭერები იკრიბებიან. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ისინი გარეთ დამონტაჟებული ეკრანის მეშვეობით ადევნებენ თვალყურს საქალაქო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს, სადაც ამ წუთებში “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ პროცესი მიმდინარეობს.
არხის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას კი 12 საათზე პროკურატურაში ელოდებიან, საგამოძიებო უწყებაში გვარამიას განცხადებით დაინტერესდნენ, რომლის მიხედვითაც, “რუსთავი 2”-ის გენერალურ მდივანს კომპრომატებით დაემუქრნენ.
