„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. გვარამიამ გენერალურ პროკურატურას გუშინდელი განცხადების შესახებ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია. საუბარია იმ მუქარასა და შანტაჟზე, რასაც გვარამიას თქმით, ადგილი ჰქონდა მის მიმართ.
„რუსთავი 2“-ის დირექტორმა პროკურატურაში მიიტანა ის ვიდეომასალა, სადაც ასახულია იმ პიროვნების „რუსთავი 2“-ში შესვლა, რომელმაც მას სამთავრობო მესიჯები გადასცა. გვარამიას თქმით, აქ ასევე არის გარკვეული შანტაჟისა და მუქარის შემცველი ვიდეომასალა.
