ნიკა გვარამიამ დაკითხვის შემდეგ პროკურატურის შენობა დატოვა. „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა კითხვაზე, ხომ არ არის შესაძლებელი, რომ არსებობდეს მისი და მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბარი, რომლის გამოქვეყნებაზეც ალექსი ახვლედიანმა მიანიშნა, გვარამიამ აღნიშნა, რომ ნებისმიერი სატელეფონო საუბარი მიხეილ სააკაშვილთან იქნება უკანონოდ მოპოვებული.
“მიხეილ სააკაშვილს ჩემი ცხოვრების განმავლობაში ძალიან ბევრჯერ ვესაუბრე. ჩვენ ვართ მეგობრები და მისი აზრი ყველაფერთან დაკავშირებით მაინტერესებს. საერთოდ არ მაღელვებს ეს საუბრები, რისთვის იქნება გამოყენებული. ნებისმიერი ასეთი საუბარი ჩემი და სააკაშვილისა, იქნება უკანონოდ მოპოვებული და ამაზე პასუხს აგებს ის, ვინც მოიპოვა. ასევე, ვინც ამას გამოაქვეყნებს”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
