LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პამელა ანდერსონს ცეკვისას კაბა ტანზე შემოეხა (ფოტო)

217

ვარსკვლავების ცხოვრების პიკანტური დეტალები ტაბლიოდების გვერდებზე ხშირად ჩნდება ხოლმე. მედიამ ჯერ კიდევ ვერ დაივიწყა ვიქტორია ბექჰემის უხერხულ ადგილას დასველებული შარვალი, რამდენიმე დღის წინ კი განსჯის ახალი საგანი ჟურნალისტებს პამელა ანდერსონმა მისცა. 48 წლის მსახიობი ისე გაერთო წვეულებაზე, რომ იქიდან სახლში შემოხეული კაბით წავიდა.

პამელა რამდენიმე დღის წინ ამერიკულ ჟურნალ Flaunt-ის წვეულებაზე იმყოფებოდა, მასთან ერთად მთელი საღამოს განმავლობაში ფოტოგრაფი დევიდ ლაშაპელი იყო.

ცნობილ სასტუმრო Chateau Marmont-ში, სადაც ღონისძიება მიმდინარეობდა, ვარსკვლავი გრძელი თეთრი კაბით მივიდა, რომელიც ღრმად იყო ჩახსნილი.

ცეკვის დროს კი ანდერსონს უხერხული რამ შეემთხვა – კაბა ტანზე შემოეხა. ფოტოებზე, რომლებიც წვეულებაზეა გადაღებული ჩანს, რომ კაბა თითქმის შუაზეა გახეული.

აღნიშნულის გამო მსახიობს უხერხულობა სულაც არ უგრძვნია, წვეულების დასრულებამდე მხიარულობდა და პოზირებდა სხვა სტუმრებთან ერთად.

1 2 3 4

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g