LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუდის არაბეთში ქალები განქორწინების შესახებ SMS-ით შეიტყობენ

arabeti

საუდის არაბეთში ქალები განქორწინების შესახებ ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღებენ. ქვეყანაში მიღებული ახალი რეგულაციის მიხედვით, SMS-ის გაგზავნის ვალდებულება სასამართლოს დაეკისრება.

ადვოკატების განცხადებით, მსგავსი ზომები ე.წ. საიდუმლო განქორწინების პრაქტიკის აღმოსაფხვრელად მიიღეს, რომლის დროსაც მამაკაცები ცოლებს შეტყობინების გარეშე შორდებოდნენ. მათი თქმით, ახალი რეგულაცია ქალებს საშუალებას მისცემს, მიიღონ ინფორმაცია საკუთარი ოჯახური მდგომარეობის შესახებ, მიიღონ ალიმენტები და ზოგადად, დაიცვან საკუთარი უფლებები.

მიუხედავად ცვლილებებისა, საუდის არაბეთში ქალებს მათი ე.წ. მეურვის (ქმრის, ძმის, მამის ან ვაჟიშვილის) ნებარვის გარეშე არ შეუძლიათ:

  • პასპორტის აღება
  • საზღვარგარეთ მოგზაურობა
  • დაქორწინება
  • საბანკო ანგარიშის გახსნა
  • ბიზნესის დაწყება
  • პლასტიკური ოპერაციის გაკეთება
  • ციხის დატოვება
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g