LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის პრეზიდენტი მექსიკის საზღვარს ეწვია

sss

დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვარს ეწვია. ამერიკის პრეზიდენტი ტეხასის შტატში რიო გრანდეს სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მივიდა.

თეთრი სახლის ლიდერმა საზღვარზე ვიზიტისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კედლის მშენებლობის აუცილებლობას და განაცხადა, რომ თუ კონგრესი არ დაეთანხმება ამ ინიციატივას და არ დააფინანსებს კედლის მშენებლობას, საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს.

მექსიკის საზღვარზე მიგრანტების შესაჩერებლად კედლის მშენებლობის გამო უთანხმოების შედეგად კონგრესმა ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა, რის გამოც უკვე 20 დღეა აშშ-ის მთავრობამ მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა.

https://www.instagram.com/p/Bselg7ul-4k/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g