ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის გამო, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა, საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დახურვის შესახებ განაცხადა.
„სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭომ აღნიშნულ საკითხზე საგანგებო სხდომა გამართა. ვირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 11 იანვრის 20:00 საათიდან დროებით შეწყდება საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პუნქტების მუშაობა,“ – აცხადებენ დე ფაქტო უწყებაში.
აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ დღეიდან ე.წ. საზღვარზე ასევე გადაადგილება შეზღუდა.