LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით დვალი : “რუსთავი 2”-ს არცერთი ჟურნალისტი არ დატოვებს

82

იმ ორი ადამიანის გარდა, ვისაც უფლებამოსილება აქვს შეჩერებული, ტელევიზიას არცერთი თანამშრომელი არ დატოვებს, ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ამჟამად ტელეკომპანიის დროებითმა მმართველმა დავით დვალმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან კარგად ესმის, თუ რა ფსიქოლოგიურ წნეხში იმყოფებიან ჟურნალისტები. დვალმა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს პრესკონფერენციაზე განუცხადა, რომ მზად არის, ჟურნალისტებისთვის მისაღებ ფორმატში, ნებისმიერ დროსა და ადგილზე დასხდნენ და ყველა კითხვას გასცეს პასუხი.

“თუ ვინმეს უხარია მთავრობაში, რომ ასეთი პროცესები მიდის “რუსთავი 2″-ის ირგვლივ, მინდა გავაფრთხილო, აზრად არავის მოუვიდეს ერთი ზარის განხორციელება და ტელევიზიის საქმიანობაში ჩარევა”, – განაცხადა დავით დვალმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g