LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფინკა ბანკმა” ფულადი გზავნილების კამპანიის გამარჯვებულები გამოავლინა

1

„ფინკა ბანკმა” გამოავლინა ის 20 მომხმარებელი, რომლებმაც 2018 წელს ფულადი გზავნილების კამპანიის განმავლობაში, ყველაზე მეტჯერ მიიღეს და გააგზავნეს საერთაშორისო ფულადი გზავნილი „ფინკა ბანკის” ფილიალებიდან. ერთგულებისთვის „ფინკა ბანკმა” მათ 500 ლარიანი დეპოზიტი გადასცა.

კამპანიის გამარჯვებულების სახელები და გვარები ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

„გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა მომხმარებელს, რომელიც ჩაერთო ჩვენს კამპანიაში. მოხარულები ვართ, რომ გამოვავლინეთ 20 ყველაზე აქტიური მომხმარებელი, რომლებმაც შექმნეს თავიანთი გზავნილების ისტორია „ფინკა ბანკში”, მათ ერთგულებისთვის 500 ლარიანი დეპოზიტები გადაეცემათ. აქვე აღვნიშნავ, რომ ფულადი გზავნილების ახალი კამპანია მალე დაიწყება, ასე რომ, ადევნეთ თვალი ჩვენს სიახლეებს,“–ამბობს თამარ სოფრომაძე, „ფინკა ბანკის” საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტის უფროსი.

ცნობისთვის, „ფინკა ბანკის” ფულადი გზავნილების კამპანია 2018 წლის 5 აპრილს დაიწყო და 31 დეკემბერს დასრულდა.

აქციის განმავლობაში მესამე და მეექვსე გზავნილზე 10 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ბრენდირებული საჩუქარი მიიღო. „ფინკა ბანკის” საქართველოში მუშაობის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით სიმბოლურად 20 ყველაზე აქტიური მომხმარებელი შეირჩა, რომლებმაც კამპანიის პერიოდში ყველაზე მეტჯერ მიიღეს და გააგზავნეს გზავნილი „ფინკა ბანკის” ფილიალებიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები