LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წლის თებერვალში საქართველოში თითქმის 53 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი გაიცა

121
ფული

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2024 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, 0.68%-ით გაიზარდა და თებერვლის ბოლოს 52.24 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.40%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 0.21%-ით შემცირდა.

რაც შეეხება დეპოზიტებს, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2024 წლის თებერვლის ბოლოსათვის 50.50 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 0.36%-ით ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.

თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტების 0.96%-ით შემცირდა, მოთხოვნამდე დეპოზიტები კი 0.07%-ით გაიზარდა.

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის თებერვლის ბოლოსათვის 50.16% შეადგინა. იანვართან შედარებით დეპოზიტების ლარიზაცია 0.07 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

უცხოური ვალუტით  განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.58%, ხოლო ევროს წილმა 19.86% შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები