LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შენგელია ვარჯიშს ორ კვირაში განაახლებს

100

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებისა და ესპანური „ლაბორალ კუჩას“ ფორვარდი თორნიკე შენგელია ვარჯიშს ორი კვირის შემდეგ დაიწყებს.
მორიგი სამედიცინო შემოწმების შემდეგ ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ ქართველ კალათბურთელს სრული დატვირთით ვარჯიშის ნება ორ კვირაში მისცენ.
თორნიკემ ნაოპერაციები მუხლი რამდენიმე კვირის წინ მოსკოვში, ალექსანდრ გომელსკის სახელობის ტურნირზე მონაწილეობის დროს გაიმიზეზა და მას შემდეგ აღარ უთამაშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g