სანტა-მონიკაში Critics’ Choice Awards-ის ცერემონიალი გამორჩეული იყო წითელი ხალიჩითაც. A კლასის ვარსკვლავებს შორის ფურორის მოხდენა ნიკოლ კიდმანმა, ჯულია რობერთსმა და შარლიზ ტერონმა მაოხერხეს. კიდმანი ბრწყინავდა „არმანის“ შავ-თეთრ დეკოლტირებულ კაბაში. შარლიზ ტერონმა არჩევანი „ჟივენშის“ ვერცხლისფერ სექსუალურ კაბაზე გააკეთა. რაც შეეხება ჯულია რობერთსს, ის „ლუი ვიტონის“ შავ-თეთრ ანსამბლში იყო გადაწყვეტილი.
წითელ ხალიჩაზე ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ემი ადამსის, ნინა დობრევის, გლენ ქლოუზისა და ლეიდი გაგას კაბები.