კურორტ შოვის მიმდებარე ტერიტორიაზე მესამე დღეა, დაკარგული ახალგაზრდის, გიორგი სამხარაძის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ს დაუდასტურეს, ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები შეტყობინების საფუძველზე დაიწყეს, სადაც სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები აქტიურ საგამოძიებო და სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ.
საქმეში ჩართული არის ადგილობრივი მოსახლეობაც.