LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის შენობის ფასადზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს

grgrg

დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს.

სახელმწიფო დროშა დაშვებულია მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე.

თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, საქართველოს პრემიერ მინისტრმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.

გლოვის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის სასახლის ფასადზე 17 იანვრის 00.00 საათზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.​

დიდ დიღომში 16 იანვარს აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. პირველადი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვას უკავშირდება.

თბილისის მერიის ცნობით, დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ამოქმედდა გამგეობის საუბნო განყოფილების „ცხელი ხაზი“, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.

მერიის თანახმად, ნებისმიერი დახმარების საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 237 45 31. „ცხელ ხაზზე“ ასევე, მომხდართან დაკავშირებით სრული ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g