LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფეთქებულ საცხოვრებელ კორპუსში ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს

eqspertebi_digomi

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გუშინ ბუნებრივი აირის აფეთქება მოხდა, ამ წუთებში ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს. ისინი შეისწავლიან ვითარებას და დაადგენენ, შესაძლებელია თუ არა აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსის აღდგენა და მცხოვრებლების დაბრუნება.

ექსპერტები არ აკონკრეტებენ, რა დრო დასჭირდება კვლევას, მაგრამ არ გამორიცხავენ, რომ სახლი საცხოვრებლად ვარგისი იყოს და მისი დემონტაჟის საჭიროება არ დადგეს.

ადგილზე იმყოფებიან სახანძრო და სამედიცინო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 8 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g