სოსო შენგელიამ საკუთარი სასტუმროს ნომრები დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს უსასყიდლოდ დაუთმო. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს მერიის პიარ-სამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინე ჯოჯუა ავრცელებს.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=10205466306612401&set=a.2753774378863&type=3&theater
სოციალურ ქსელში წერენ, რომ სოსო შენგელია ანალოგიურად მოიქცა 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიისას.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=2483520968356772&set=a.244381298937428&type=3&theater
თბილისის მერმა , კახა კალაძემ სასტუმროების მფლობელებს, რომელთაც დაზარალებულ თანამოქალაქეებს დროებითი საცხოვრებელი ნებაყოფლობით დაუთმეს, მადლობა გადაუხადა.
„სოლიდარობის გრძნობა რომ არსებობს, ეს მნიშვნელოვანია და ასეთი ადამიანები დასაფასებელი არიან. დედაქალაქის მერია, საბურთალოს რაიონის გამგეობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ ადამიანებს პრობლემა არ შეექმნათ“, – განაცხადა კახა კალაძემ
აფეთქება დიდ დიღომში 16 იანვრის საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი. სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 8 პირმა, რომელთაგან 6 ბავშვია. შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. ამ დროისთვის კლინიკაში მკურნალობას მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძნობს, დანარჩენი პაციენტები ექიმებმა სახლში გაწერეს.
საცხოვრებელი კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, აფეთქებამდე, დღის განმავლობაში, იგრძნობოდა გაზის სუნი, თუმცა “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლებმა ხარვეზი ვერ აღმოაჩინეს. 17 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა