ქლოე კარდაშიანს ანუკი არეშიძის მიერ ბრენდისთვის „Anouki“ შექმნილი ბრჭყვიალა პალტო აცვია. შესაბამისი ვიდეოები თავად დიზაინერმა გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. ქლოემ მბზინავი პალტო ერთ-ერთ ღონისძიებაზე მოირგო.
ქართველი დიზაინერებით კარდაშიანების ოჯახი საკმაოდ დაინტერესებულია. კარდაშიანებს ხშირად აცვიათ დემნა გვასალიას კოლექციიდან ნამუშევრები. გარდა ამისა, კორტნი კარდაშიანმა გიორგი ქებურიას თხელი სათვალეებიც მოირგო არაერთხელ.
ქართველი დიზაინერები საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში დემნა გვასალიას პოპულარობის ზრდის და სოფო ჭყონიას მიერ თბილისში დაარსებული მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის წყალობით მოექცნენ.