პარიზის სხვადასხვა საავადმყოფოსთან სისხლის ჩაბარების მსურველთა რიგები დგას, ინფორმაციას გამოცემა Mirror ავრცელებს.
„პარიზელები გუშინდელი თავდასხმის შემდეგ გაერთიანდნენ და დგებიან რიგებში, რათა საკუთარი სისხლით ერთმანეთს დაეხმარონ,“ – ნათქვამია გამოცემის ინფორმაციაში.
„ბიბისი“ კი ავრცელებს ფოტოს, სადაც ქუჩაში სისხლის ჩასაბარებელი პუნქტის წინ ხალხის რიგი დგას.