LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას მოგიტანთ მთვარის დაბნელება – „ყველაფერ იმას განახორციელებთ, რაც ბოლო წლების განმავლობაში მწიფდებოდა თქვენს ქვეცნობიერში…“

sofia-bzekalava

სოფია ბზეკალავა წერს მთვარის დაბნელების შესახებ, ეს მოვლენა დღეს დილას მოხდა, თუმცა შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში მეტ-ნაკლებად ყველას ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს.

გთავაზობთ ასტროლოგის მოსაზრებას ამ თემაზე:

„მეგობრებო, დღეს ანუ 21 იანვარს არის მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობა ლომის ♌ ზოდიაქოში. უფრო სწორად, კირჩხიბი-ლომის გზაგასაყარზე, რაც იმის ნიშანია, რომ დღევანდელი დაბნელება არის სიმბოლური „დაბადება”, ან სტარტი ყველაფერი იმისა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ეტაპობრივად “მწიფდებოდა” თქვენს ქვეცნობიერში ან ცხოვრებაში. უკეთეს შემთხვევაში ეს ახლის დაბადებაა – იქნება ეს პროექტი, პროფესიული გზა, ოჯახის შექმნა თუ ბიოლოგიური შვილის დაბადება ამ წელიწადში. მოკლედ, ყველაფერი იმის განხორციელების შესაძლებლობა გექნებათ, რაც ეტაპობრივად გადახარშეთ და მოამწიფეთ გონებაში. რაც გულით გსურთ და გინდათ. რაც ყველაზე ფასეული და ძვირფასია თქვენთვის. ლომის ზოდიაქო გულს შეესაბამება, ამიტომ ამ დღეს ჩაფიქრებული ყველა თქვენი სურვილი, რომელიც გულიდან მოდის და სიყვარულზეა დაფუძნებული, აუცილებლად შეისხამს ფრთებს მომავალში.

შეეცადეთ, დღევანდელი დღე სიყვარულით, ღიმილით, პოზიტიური განწყობით გაატაროთ. არ აჰყვეთ არაჯანსაღ ამბიციებს, ეგოიზმს და საკუთარი უპირატესობის ან ძალაუფლების უხეშად/უტაქტოდ დემონსტრირების სურვილს. იყავით დიდსულოვანი და გულუხვი. დრო და ემოციები დაუთმეთ ბავშვებს, გამოუტყდით საყვარელ ადამიანებს სიყვარულში და ზოგადად, მიეცით თავს უფლება, ღიად და გულწრფელად დააფიქსიროთ საკუთარი გრძნობები, თუნდაც ისეთი, რომელთაც აქამდე სხვადასხვა მიზეზის გამო მალავდით. მოკლედ, იპოვნეთ თქვენს თავში ბავშვი, იმიტომ რომ ბავშვები ყველაზე გულწრფელები არიან საკუთარი სურვილებისა და გრძნობების გამოხატვაში. ზუსტად ეს არის ლომი და მეხუთე სახლი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g