კონტაქტური ზოოპარკი „ზოოტოპია” ცხოველების მოყვარულებს „თბილისი მოლში” ელის. ზოოპარკი სავაჭრო ცენტრის მესამე სართულზეა განთავსებული და ის 2 სივრცედ არის დაყოფილი – შინაური ცხოველების და ეგზოტიკური ცხოველების სივრცე ერთმანეთისგანაა გამოყოფილი. თითოეულ განყოფილებაში 30-30-ამდე ცხოველია მოთავსებული.
როგორც „ზოოტოპიაში”აცხადებენ, კონტაქტურ ზოოპარკში მისულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, შინაურ ცხოვლებს მოეფერონ, აჭამონ და მათთან ფოტოები გადაიღონ. შინაური ცხოველების განყოფილებაში არიან: ქათმები, თუთიყუშები, კურდღლები, კატები, ზღვის გოჭები და სხვა…
რაც შეეხება ეგზოტიკურ ნაწილს – აქ მოთავსებულები არიან როგორც ქვეწარმავლები, ისე შედარებით დიდი ზომის ცხოველები: ენოტები, მამიმუნები…
ცნობისთვის, კონტაქტურ ზოოპარკ „ზოოტოპიაში” შესვლა 7 ლარი ღირს. გარდა ამისა, ზოოპარკის ტერიტორიაზე განთავსებულია ზღვის აკვარიუმიც – აქ შესვლის ღირებულება 3 ლარს შეადგენს.