LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდულმა შვედებთან წააგო და ჯგუფში ჩარჩა

46

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში მეექვსე მატჩი შვედეთის ნაკრებთან გამართა. გორში, ალექსანდრე ჩივაძის გუნდი მინიმალური ანგარიშით (0:1) დამარცხდა და ფინალურ ეტაპზე მოხვედრის ბოლო შანსიც დაკარგა.

გორში ანგარიშის გახსნა სტუმრებს 22-ე წუთზე შეეძლოთ, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა.
ორიოდ წუთში შვედების კარში გოლი გავიდა, თუმცა მსაჯმა ნიკა კაჭარავაზე თამაშგარე დააფიქსირა. შვედები 33-ე წუთზეც გადარჩნენ – გატანის კარგი შანსი საბა ლობჟანიძეს ჰქონდა, მოგვიანებით კი ჯერ გიორგი პაპუნაშვილი ურტყამდა სახიფათოდ, შემდეგ კი კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს კაჭარავამ შეაგება თავი. ბურთი მცირე მანძილით ასცდა შვედების კარს.

პირველი ტაიმის ბოლო 10-15 წუთი ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა, შეტევაში გაატარა, თუმცა შვედებმა კარის მშრალად შენახვა მაინც შეძლეს.

შესვენების შემდეგ საწყის წუთებში შვედების მიერ მოწოდებული კუთხური სახიფათო იყო, მაგრამ გადავრჩით. მე-60 წუთზე კი უკვე სტუმრები გადარჩნენ – ჯერ ლევან გეგეჭკორის პასის შემდეგ კაჭარავამ ბურთს ფეხი ვერ შეაგება, ერთ წუთში კი უკვე ლაშა ქოჩლაძის ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთი სანტიმეტრებით ასცდა კარს.

71-ე წუთზე შვედების ჯერი დადგა. კერიმ მრაბტიმ ბურთი ერთი შეხებით გადაგზავნა ბექა ქურდაძისგან შორეულ კუთხეში.

მატჩის ბედიც აქ გადაწყდა – დარჩენილ დროში გათანაბრების შანსი კუთხურის შემდეგ ლაშა დვალს ჰქონდა, თუმცა…

საქართველო ჯგუფში ჩატარებულ 6 შეხვედრაში (2 მოგება, 4 წაგება) 6 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: ქურდაძე, გეგეჭკორი, დვალი (კ), უბილავა, ცნობილაძე, აბურჯანია, პაპუნაშვილი, ლობჟანიძე, კიტეიშვილი, კაჭარავა (62, ჭანტურია), ფანცულაია (46, ქოჩლაძე).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g