LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ გამოვრიცხავ, რომ უკრაინისთვის იარაღის წარმოება დავიწყოთ“ – შვედეთის თავდაცვის მინისტრი

92
Untitled design

შვედეთში არ გამორიცხავენ, რომ უკრაინას იარაღის წარმოებაში დაეხმარონ.

ამის შესახებ შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პიტერ ჰულტქვისტმა კოპენჰაგენში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მედიასაშუალებები წერენ, კოპენჰაგენში გამართულ კონფერენციაზე თავდაცვის მინისტრების შეხვედრისას გამოიკვეთა გრძელვადიანი მხარდაჭერის სამი ძირითადი მიმართულება.

ამასთან, სლოვაკეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა უკვე განაცხადეს, რომ მათ შეუძლიათ დაეხმარონ უკრაინას იარაღის წარმოებაში.

“შვედეთს, რომელმაც 120 ინსტრუქტორი უზრუნველყო უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად, შეუძლია უკრაინისთვის იარაღის დამზადება.

არ გამოვრიცხავ, მაგრამ ჯერ ადრეა ამის თქმა. ჩვენ პოზიტიურად ვმონაწილეობთ სამივე განზომილებაში, ვფიქრობთ, როგორ გავაერთიანოთ ეს ყველაფერი. საუბარია სხვადასხვა ქვეყანაში საწარმოო ხაზების გამოყენებაზე იარაღის წარმოებისთვის, რომელიც შეიძლება უკრაინას პირდაპირ მიეწოდოს”, – თქვა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები