პარიზის ჩრდილო ნაწილში სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სენ-დენში ინტენსიური სროლის ხმა ისმის, ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. სამართალდამცველები პარიზის ტერაქტებთან დაკავშირებული დამნაშავის დაკავებას ცდილობენ.
საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ოპერაციის სამიზნეა ბელგიის მოქალაქე აბდელჰამიდ აბაუდი, რომელიც პარიზის ტერაქტების ორგანიზებასა და დაფინანსებაშია ეჭვმიტანილი.
Le Monde იუწყება, რომ სროლის დროს მოკლულია ორი ეჭვმიტანილი, დაიჭრნენ პოლიციელები. გზები გადაკეტილია, სკოლებში სწავლა შეწყდა. სპეცოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.